მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კირბი ირანს ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი ირანს ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს და ამბობს, რომ ის თანამონაწილეა.

“ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს მთელ რეგიონში. ამ მხრივ, ცხადია, ირანი თანამონაწილეა, მაგრამ ამ ტიპის თაბდასხმების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია”, – ამბობს კირბი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დაჯგუფება ჰამასმა კოორდინირებული და კომპლექსური შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო, თუმცა მისი უშუალო ჩართულობის მტკიცებულებები არ აქვთ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.

ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა.
მიუხედავად თავდასხმასთან კავშირს ირანი მანიც უარყოფს და გამორიცხავს თანამონაწილეობას ამასთან ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი უარყოფს თეირანის მონაწილეობას ჰამასის თავდასხმაში, ამავე დროს კი იგი მიესალმება ისრაელის “გამოუსწორებელ” სამხედრო და სადაზვერვო მარცხს.

თავდასხმის შემდეგ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, ხამენეიმ განაცხადა, რომ “ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონიზმის რეჟიმზე”.

ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს. ცნობილია, რომ ირანი მხარს უჭერს დაჯგუფებას და მას იარაღით ამარაგებს.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს. ისრაელში აცხადებენ, რომ პირველი თავდასხმისას 2200-მდე რაკეტა იყო.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია “ალ-აკსას წარღვნა” უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს – მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და “საომარი მდგომარეობის” შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა – მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.

სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.

ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა “თავის მიზნებს მიაღწია” და “ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button