მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბერმონაზვნები ამ დრომდე პოლიციის განყოფილებაში რჩებიან

პოლიციის განყოფილებაში ამ დრომდე რჩებიან მარტვილის ეპარქიაში, ტაძრიდან ძალის გამოყენებით გაყვანილი ბერმონაზვნები.

სასულიერო პირების ადვოკატის, ლაშა ხოშტარიას ინფორმაციით, იკითხება 10-მდე ბერმონაზონი, მათგან ორს პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ლაშა ხოშტარია ამბობს, რომ პოლიციაში გადაყვანილი სასულიერო პირები ბრალდებას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პირიქით, მათ მიმართ განხორციელდა ძალადობა მონასტერში მისული ჩოხოსნების მხრიდან:

“ძმები – ავთანდილი და ტარიელი დაკავებულები არიან, დანარჩენიც სავარაუდოდ რამდენიმე დაკავებულია, მათთან არ მქონია კომუნიკაცია. გამოსაკითხი პირებიც ჰყავთ რამდენიმე დაახლოებით 8-10 ადამიანამდეა მიყვანილი პოლიციაში. ედავებიან პოლიციის მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობას. უარყოფენ ამ ფაქტს ყველაფერს, პირიქით ჩოხოსნების მხრიდან მოხდა მათ მიმართ ძალადობა და მათ მიერ იქნენ გამოყვანილი აღნიშნული პირები ტერიტორიიდან,”- განაცხადა ლაშა ხოშტარიამ.

შსს ცნობით, სასულიერო პირები პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში იმყოფება. ადგილზე მრევლი და სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

ინფორმაციისთვის, სალხინოს სამონასტრო კომპლექსიდან ბერები, საპატრიარქოს წარმომადგენლებმა, სამართალდამცავებთან ერთად, ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

მიტროპოლიტის მიერ განკვეთილ ბერებს ტაძრის დასატოვებლად მიცემული დრო გუშინ ამოეწურათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button