მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დმიტრო კულებას და სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა

უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დასრულდა.დმიტრო კულება მედიასთან ამ წუთებში შეხვედრის დეტალებზე საუბრობს.

კულებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან შეხვედრის ორგანიზება მოახერხა

“ეს შეხვედრა და საუბარი იყო ადვილი და ამავე დროს ძნელიც. მე ყველანაირად შევეცადე სულ ცოტა მაინც დიპლომატიური გზა გამომენახა,” – განაცხადა კულებამ.

მხარეებმა ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, – ამბობს კულება.

დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი რეალური დიალოგისთვის მზად იქნება:

იმედი მაქვს, რომ ამ ფორმატს ექნება პერსპექტივა. რუსეთის რეალური განზრახვა იქმნება რეალური დიალოგი და არა ყალბი, პროპაგანდისტული ინფორმნაციების გავრცელება. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება, სერიოზული მოლაპარაკებების ფორმატი, რომელიც ძველი კლიშეების მსხვერპლი არ იქნება”- თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის განცხადებით, ლავროვთან შეხვედრაზე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხები განიხილეს.

როგორც დმიტრო კულებამ ანტალიაში სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ პრერსკონფერენციაზე განაცხადა, კიევი არ აპირებს შეასრულოს რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნები.

“ჩვენ მზად ვართ დილომატიისთვის, ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გადაწყვეტლებებს, თუმცა ჯერ ისინი არ ჩანს. ჩვენ თავგანწირვით დავიცავთ ჩვენ სხალხს რუსლი აგრესიისგან. ვიმედოვნებს რომ დღევანდელი ფორმატი გაგრძელდება,” – დასძინა კულებამ.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს დროს ძირითადი დრო ჰუმანიტარული პრობლემის გადაყვეტას დაეთმო.

ჩვენთვის მთავარ პრიორიტეტს ადამიანი წარმოადგენს. დიპლომატიის მისიასც სწორედ ეს არის, რომ ადამიანებს შეუმსუბუქონ ცხოვრება, რომლებიც ახლა საომარ პოლიგონზე იმყოფებიან. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რასაც ლავროვი ამბობდა – მე მას რამდენჯერმე მივმართე გაეცა პასუხი ჩემ კითხვაზე, რომელიც ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას გულისხმობდა. მე მაქვს განცდა, რომ რუსეთი არ არის მზად დამყარდეს მშვოდობა”- თქვა კულებამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button