მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“ქართულმა ოცნებამ”თელაველ ამომრჩეველს სუფრა გაუშალა

თელავში ეგრეთ წოდებულ სამხედრო ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას , “ქართულმა ოცნებამ” სუფრა გაუშალა.

სუფრა, სამხედრო ქალაქის შესასვლელში, დაახლოებით 30 კაცზე იყო გათვალისწინებული. სუფრასთან მყოფმა პირებმა განმარტეს, რომ ერთ-ერთ იქ მცხოვრებს დაბადების დღის აღნიშვნა სურდა და ახლობლები ჰყავდა მიწვეული.

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, სუფრის გაშლის ინიციატორი, ახალი მოწვევის საკრებულოს წევრის, ოთარ ესიტაშვილის ბიძა, დავით ესიტაშვილი იყო, რომელიც 14 ოქტომბერს ნაციონალური  მოძრაობის ავტოკოლონას, თელავი-გომბორი-ვაზიანის გზაზე, ცოცხითაც დახვდა.

ქართული ოცნების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს და ტერიტორია სწრაფად დატოვეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  მერობის კანდიდატი თელავში, გიორგი ბოტკოველი ამ ფაქტს მოსყიდვად აფასებს და ამბობს, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, პროდუქტი მოსახლეობისთვის გადასაცემადაც აქვთ  შეძენილი  და 30 ოქტომბერს დარიგებას აპირებენ.

შეგახსენებთ, თელავში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურია, სადაც ერთმანეთს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები უპირისპირდებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button