“ყაჩაღობა სანტა-კლაუსის ფორმით – საქმე გახნილია”

შსს-მ აჭარაში სანტა-კლაუსის ფორმაში ჩაცმული პირის მიერ სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილად გამოაცხადა.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული პირი, ყაჩაღობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, “2016 წლის 31 დეკემბერს, ღამით, სანტა-კლაუსის ფორმაში გამოწყობილი ბრალდებული ბათუმში, სუპერმარკეტში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შეიჭრა და სათამაშო იარაღის მუქარით 8 820 ლარი გაიტაცა”.

სამართალდამცველებმა მამაკაცი ბათუმში დააკავეს. გამოძიების თქმით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მსგავსი პოსტები

Back to top button