მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ძველ სანომრე ნიშნებს ვადა დღეს ამოეწურა-გადაადგილებისას მძღოლები დაჯარიმდებიან

დღეიდან, პირველი აპრილიდან ძველი სანომრე ნიშნით ავტომობილის გადაადგილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა იქნება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს დღეიდან კვლავ შეუძლია, კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები შეცვალოს სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში სატრანსპორტო საშუალების მიყვანის და დათვალიერების გარეშე.

სააგენტოში ამბობენ, რომ გარდა სერვისცენტრებში ვიზიტისა, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრეებს საშუალება აქვთ მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (შAGENჩY) საშუალებით, დისტანციურად მოითხოვონ ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით, იმ შემთხვევაში თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავას ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის შეცვლილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button