მნიშვნელოვანირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მცხოვრებ თენგიზ აგლაძეს ახალგაზრდები საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელსა და თანხას უგროვებენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კავშირში მცხოვრებ თენგიზ აგლაძეს ახალგაზრდები საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელსა და თანხას უგროვებენ. თენგიზ აგლაძეს ოჯახის წევრები არ ჰყავს. მამაკაცი მარტო, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, არანაირი შემოსავალი არ აქვს.

ლაგოდეხში მცხოვრები ახალგაზრდა ნიკა გოგოლაძე ამბობს, რომ უკიდურესი გაჭირვების პარალელურად, თენგიზ აგლაძეს, ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

” ასეთ გაჭირვებას იშვიათად ნახავთ, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და არავინ ჰყავს ოჯახში. გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, შევაგროვოთ თანხა, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ვისაც რა შეგვიძლია და დავეხმაროთ მას, პირობების შექმნაში”- განაცხადა გოგოლაძემ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტეს, რომ მამაკაცს პანდემიის პირობებში, რამდენჯერმე დაეხმარნენ.

” ხუთჯერ გვაქვს დახმარება გაწეული პანდემიის პირობებში, თავად მომართვა უჭირს. ახლა ვმუშაობთ, რომ დოკუმენტები გავუკეთოთ”- განაცხადეს მერიაში.

დღეს მოხალისე ახალგაზრდების ჯგუფმა, თენგიზ აგლაძის სახლის დასუფთავების პროცესი დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button