მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის მკვიდრი, “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი, შალვა ხატიაშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

შემთხვევა საჩხერეში მოხდა, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნეს.

ჯგუფის წევრები სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად მუშაობდნენ.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრო-ბოძი გადატყდა და 48 წლის შალვა ხატიაშვილი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

6 თებერვლის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები საჩხერეში, მცხეთა-მთინეთიდან ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან გაგზავნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button