მნიშვნელოვანისიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა

საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო-ნიკა კაციას მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი, ნიკა კაცია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დაცვის მხარე ბრალდებულის 5 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმაარ დააკმაყოფილა არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, მათ შორის დათვალიერების ოქმის და ასევე დასაკითხ პირთა სიიდან ორი პირის ამოღება მოითხოვა. ამასთან, ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ ბრალდებული პატიმრობაში უნდა დარჩეს, რადგანაც გათავისუფლების შემთხვევაში, მათ შორის არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.

რაც შეეხება ორ პირს, რომელთა მოწმის სახით დაკითხვას ითხოვდა დაცვის მხარე, მათგან ერთ-ერთი არის ტაქსის მძღოლი, რომელიც ადვოკატის თქმით, უშუალოდ ნიკა კაციას დაკავებას შეესწრო. მისივე განმარტებით, მძღოლის დაკითხვით საქმეში მნიშვნელოვანი დეტალი გაირკვევა, თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

მტკიცებულებები წარმოდგენილი ჰქონდა ბრალდების მხარესაც, მათ შორის იყო ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მიუთითებდა, რომ ის კანონით არ იყო მოპოვებული, აღნიშნული დასკვნა სასამართლომ საქმეს მტკიცებულებად მაინც დაურთო.

თავად ბრალდებული კი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ნიკა კაციას განცხადებით, მას „ნარკოტიკები ჩაუდეს“, შესაბამისად მისი საქმე „თეთრი ძაფით არის ნაკერი”.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო. რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ, – ასე უპასუხა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულ ნიკა კაციას, რომელმაც მოსამართლეს შეახსენა, რომ ის დასანქცირებული მოსამართლეა.

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტი მისი საქმის გარემოებებზე საუბრობდა. როგორც კაციამ აღნიშნა, „ყველა ხელს უწყობს იმას, რომ მისი ბრალდების საქმე არ იყოს ობიექტურად გამოძიებული, ყველა არის არალეგიტიმური და დასანქცირებული“.

მოსამართლემ კაციას მოუწოდა, ესაუბრა მისი ბრალდების გარემოებებზე და სამართლებრივი ჩარჩოდან ნუ გავიდოდა.

„სამართლებრივი ჩარჩოდან თუ ვინმე გავიდა, ეს პროცესია გასული და სხვათა შორის, თქვენი მონაწილეობით. „უსამართლო სასამართლო“ – ეს ჩემი მოგონილი არ არის და მოსამართლეებს უსაფუძვლოს არავინ ასანქცირებ“, – მიმართა მოსამართლეს ნიკა კაციამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლემ აღნიშნა, რომ „ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი“.

„რაც შეეხება სანქციას, მე არ მინდოდა ამაზე გამეკეთებინა [განმარტება]. თუ მართლა სანქციასთან დაკავშირებით საუბრობთ, ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი, საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო და მითუმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ. საქმეს დავუბრუნდეთ“, – განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა.

თითს რომ მიქნევთ და მაშინებთ, ნუ მაშინებთ! მინდა მიხვდეთ, რაზეა საუბარი, – ასე მიმართა ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა ჟურნალისტმა, ნიკა კაციამ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ნიკა კაციას ბრალდების საქმე განიხილება, ბრალდებულსა და მოსამართლეს შორის, ასევე ბრალდებულსა და პროკურორს შორის პოლემიკას არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

ნიკა კაცია, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვაშია ბრალდებული, თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ მისი საქმის გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. მისი თქმით, ის სამართალდამცავებმა საკუთარ სახლთან დააკავეს და არა იმ მისამართზე, რომელიც ოქმშია მითითებული. ბრალდებული მიიჩნევს, რომ მისი ბრალდების საქმე „თეთრი ძაფით არის შეკერილი“. როგორც კაციამ აღნიშნა, ჩხრეკისას სამართალდამცავები „ღადაობდნენ, რომ მაგრად დავშმონეთო“. კაციას თქმით, მის საქმეში ტაქსის მძღოლის, ლევან იაშაღაშვილის ჩვენება მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ტაქსის მძღოლის საუბრით გაირკვევა ბევრი დეტალი. კაციას თქმით, მას ასამართლებენ მეოთხე თვეა იმისთვის, „რაც ჯიბეში არ ჰქონია“. ასევე, როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, თუ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მაშინ მისთვის გაუგებარია, მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით რატომ დაუსვეს კითხვა გამომძიებლებმა. ნიკა კაციას თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალი არის აბსურდი, რეალურად კი ის სამშობლოს სიყვარულისთვის დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა რამდენჯერმე გამოიყენა პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის მისამართით რეპლიკა „მატყუარა“, რა დროსაც მას მოსამართლემ კორექტულად საუბრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ შესაბამის ზომებს მიიღებდა.

„ვინაიდან მსურს, რომ მონაწილეობა მიიღოთ ყველა სასამართლო სხდომაში, ამიტომ არ ვიყენებ 90-ე მუხლს. კიდევ ერთხელ გაძლევთ შენიშვნას ყველა იმ საუბართან დაკავშირებით, რაც ვითომ განმარტებისთვის გააკეთეთ. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ გაგაძევოთ დარბაზიდან. თუ ასეთი ტონით უნდა გააგრძელოთ საუბარი, მაშინ მივიღებ ზომებს“, – განაცხადა თამარ მჭედლიძემ, რა დროსაც, თავად კაციამ მოსამართლეს უპასუხა, რომ ნუ ემუქრება.

„არ გრცხვენიათ?!“, – მიმართა მოსამართლეს კაციამ, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ „არა, არ რცხვენია“.

„მეოთხე თვე ხდება 7 აპრილს, როცა გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ იწყება. მე კი არ უნდა ვიხვეწებოდე და გემუდარებოდეთ, ეს ისედაც უნდა მოხდეს. ვითხოვ გამოძიებას და რატომ არ იწყება?!

პირდაპირი ეთერით მე ვუყურებ სხვა სასამართლო პროცესებსაც, რაც ცირკიც არ არის, ეს არის ფსკერის ფსკერი, რომელიც უბრალოდ ყარს. მე ვუყურებ, მათ შორის თქვენს პროცესებსაც, როგორ იქცევით. ასეთი არასწორი კომუნიკაცია და რეპლიკები რომ არ ყოფილიყო, მე არცერთ შემთხვევაში ამას არ ვიტყოდი. ანუ რაზე ვლაპარაკობთ? ვინც მე მასამართლებთ, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევთ შენიშვნას?

ადრე ვთქვი სასამართლოზე, რომ ბარემ დამხვრიტეთ-მეთქი და მახსოვს თქვენ, შეიჭმუხნეთ და ძალიან ადეკვატური რეაქცია გქონდათ, მაგრამ მე გეუბნებით, ახლა, რომ როლები გავცვალოთ თუნდაც წარმოსახვით და თუ გაქვთ ამის უნარი, თქვენ გაგიჩნდებოდათ ზუსტად იგივე აზრი და შეგრძნება“, – მიმართა ბრალდებულმა ნიკა კაციამ მოსამართლეს.

კაციას განმარტებით, ის თავს ბრალდებულად არ თვლის, რადგანაც „სისტემამ და რუსულმა რეჟიმმა სცენარი შეუთხზა“.

„სამართლებრივი ჩარჩოდან თუ ვინმე გავიდა, ეს პროცესია გასული და სხვათა შორის, თქვენი მონაწილეობით. „უსამართლო სასამართლო“- ეს ჩემი მოგონილი არ არის და მოსამართლეებს უსაფუძვლოდ არავინ ასანქცირებს“, – მიმართა მოსამართლეს ნიკა კაციამ.

სანქციების ხსენებას მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ასე უპასუხა:

„ეს საერთოდ არ არის აქ განსახილველი. საერთოდ არ ვარ ვალდებული, რომ რაიმე განმარტება გავაკეთო და მით უმეტეს, რომელიღაცა ქვეყნის პოლიტიკური პირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლოში არ საუბრობენ. საქმეს დავუბრუნდეთ“, მიმართა მჭედლიშვილმა ბრალდებულს.

გარდა ამისა, ნიკა კაციამ სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი საქმე „თავიდან ბოლომდე არის ფალსიფიცირებული“. მისივე თქმით, დაკავებისას პირადი ნივთები მოპარეს.

„ეს ქვეყანა არის გადამდგარი რელსებიდან, თორემ საერთოდ არ ვიქნებოდი აქ. ნუ მაწყვეტინებთ 90-ჯერ, მინიმუმ დედობრივი ინსტინქტით ვერ გამოირჩევით!… მე როცა აქედან ვბრუნდები, წერილებს ვწერ დედაჩემს და ჩემს მეგობრებს. ასევე იცით, რაზე ვფიქრობ? – როდესღაც თქვენი შვილი ჩემ ძმას შეხვდება და რა უნდა უთხრას? ის, რომ შეკერილ საქმეებს აწერდით ხელს?“, – მიმართა ბრალდებულმა მოსამართლეს, რა დროსაც მოსამართლემ კიდევ ერთხელ მიუთითა ბრალდებულს, რომ კორექტულად ისაუბროს და ისაუბროს მხოლოდ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, ნიკა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button