მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ხანძრის შედეგად თელავში ქალი მძიმედ დაშავდა

90 წელს მიღწეული ქალი დაშავდა მძიმედ ხანძრის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში.
შემთხვევა სოფელ კურდღელაურში მოხდა.

ხანძრის შედეგად, დამწვარია სახლის ნაწილიც, სადაც მოხუცი იმყოფებოდა.

ცეცხლით მიღებული დაზიანებებით ხანდაზმული ქალი, სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მრავლობითი დაზიანებებისა და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტი, თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში, გადაუდებელი მედიცინის ავტომანქანით გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი პოსტები

Back to top button