მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

სანქტ-პეტერბურგში დააკავეს კაცი რომელმაც ღობეზე დაწერა: “პუტინმა მოკლა ნავალნი”

მოსკოვში დააკავეს სტუდენტი რომელმაც WI-FI-ის ქსელს "დიდება უკრაინას" დაარქვა

სანქტ-პეტერბურგის რაიონულმა სასამართლომ ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ევგენი სმირნოვს, რომელსაც ბრალად ედება წარწერის გაკეთება “პუტინმა მოკლა ნავალნი.” გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა, რომელიც სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, პოლიტიკური ტექსტი ღობეზე 16 თებერვალს დაწერა. მის დაკავებას წინ უძღოდა სახლის ჩხრეკა – ჩხრეკისას პოლიციელებმა ამოიღეს საბანკო ბარათები და კომპიუტერული ტექნიკა. სმირნოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში 18 თებერვალს გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში 16 თებერვალს, ციმბირის ციხეშის აგანგებო რეჟიმის კოლონია “პოლარულ მგელში” დაიღუპა. მისი სიკვდილის მიზეზად რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ თრომბი დაასახელა. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.

თუმცა, მსოფლიო ლიდერები ოპოზიციონერის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას კრემლს და პირადად პუტინს აკისრებენ.

ნავალნის ოჯახი მისი ცხედრის გადაცემას 8 დღის განმავლობაში ითხოვდა და საბოლოოდ 24 თებერვალს, მის დედას, ლუდმილა ნავალნაიას გადაეცა.
ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქალაქებში და საზღვარგარეთ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი აქციები მოეწყო. პოლიტიკოსის დაკრძალვაზე მოსკოვში 16 ათასზე მეტი ადამიანი მივიდა.

მოსკოვში დააკავეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც WI-FI-ის ქსელს “დიდება უკრაინას” დაარქვა.

სასამართლომ სტუდენტი “ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების” ჩვენებაში დამნაშავედ ცნო და ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის ოთხშაბათს, 6 მარტს დააკავეს. პოლიციამ მას WI-FI სიგნალის გადამცემი ე.წ როუტერი ჩამოართვა მას შემდეგ, რაც პოლიციის ოფიცერმა ქსელის სახელი ხელისუფლებას შეატყობინა.

Amnesty International-ის თანახმად, გასულ წელს რუსეთის “რეპრესიული კანონების” სამიზნე 21 000-ზე მეტი ადამიანი გახდა. კანონი გამოიყენებოდა “ომის საწინააღმდეგო აქტივისტების დარბევის მიზნით”.

მსგავსი პოსტები

Back to top button