COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია ჩატარდა. კორონავირუსზე სწრაფი ტესტირება, შემთხვევების დროული გამოვლენის და ვირუსის გავრცელების, შეკავების მიზნით განხორციელდა.
ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა ,აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ,ზუგდიდისა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაუკეთეს.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, მოსახლეობას ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, დაწესებული სავალდებულო იზოლაციის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს და COVID-19-ის მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში, მართვის პროტოკოლით გათვალისწინებული რეკომენდაციები გააცნეს.
COVID-19-ის საპრევენციო ღონისძიებები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტური დასახლების სხვადასხვა ლოკაციაზე გუშინ, 19 ნოემბერს დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდება.
რუხის კოვიდ კლინიკაში, 158 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 73 საშუალოდ მძიმე.
ფოთის ჰოსპიტალში 38 კოვიდპაციენტია, მათ შორის 9 მძიმე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რეგიონის მასშტაბით , გამოჯანმრთელდა 127. საკარანტინო სივრცეში იმყოფება – 165 ადამიანი.