მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში 2 რუს ტურისტს ამ დრომდე ეძებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში, რამდენიმე დღის წინ მდინარე გეგში ჩავარდნილი 24 წლის ქალისა და 13 მაისს მდინარე გუმისთას სათავეებთან, დაკარგული ტურისტის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს ცნობით, ვლადიმერ ულიანოვის სამძებრო სამუშაოებში ჩართული მოხალისეების ალპური ზონიდან ევაკუაცია გახდა საჭირო.

მოხალისეებმა, ის გზაც გაირეს,რომელზეც გადაადგილდებოდა ტურისტი, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება ბზიფის ხეობაში წყალში დაკარგულ 24 წლის დარია მანასოვას, უწყების განმარტებით, ადიდებული მდინარე და ძლიერი დინება მათ ფსკერის დათვალიერების საშუალებას არ აძლევს.თვითმხილველების თქმით, იგი მდინარის საცალფეხო ხიდზე გადადიოდა სელფის გადასაღებად, სადაც ფეხი დაუცურდა და დინებამ წაიღო.

მსგავსი პოსტები

Back to top button