სპორტი

სადრო მამუკელაშვილი „სეტონ ჰოლიდან“ მიდის

რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს „სეტონ ჰოლი“ საკუთარ არენაზე 4 მარტს, თბილისის დროით 03:30 საათზე გამართავს.

ცერემონიალს ე.წ. სენიორთა საღამო ეწოდება, რადგან ამ დროს ფანები იმ კალათბურთელებს ემშვიდობებიან, რომლებიც სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობას ასრულებენ. კოლეჯთა ლიგამ პანდემიის გამო გამონაკლისის დაუშვა და ტრიბუნებს 1700 ქომაგი დაესწრება.

კალათბურთის ფანები სანდრო მამუკელაშვილის გარდა მაილს კეილს, შავარ რეინოლდსს და ბრაის აიკენსს დაემშვდობებიან, თუმცა ეს ტრიო გამოიყენებს ნებართვას და ლიგაში 1 წლით კიდევ დარჩება. რაც შეეხეება სანდროს, ის მიდის ლიგიდან და მისთვის მომავალი, სენიორების საღამო მშობლიურ არენაზე უკანასკნელად განცდილი ემოცია იქნება.

მამუკელაშვილს ეროვნული საკალათბურთო ლიგა ელოდება. სავარაუდოდ, ქართველს NBA- ს დრაფტზე აიყვანენ.

“ოთხი წლის წინ ის სკატებში გამოჩნდა, გრძელი გვარით და შეზღუდული ლექსიკონით. კარგად გაპარსული და თავის თავში ნაკლებად დარწმუნებული, 4 წლის მერე ის მიდის ყველასთვის კარგად დასამახსოვრებელი მეტსახელით, წვეროსანი, ინგლისურად ბრწყინვალედ მოსაუბრე და საკუთარ თავში დარწმუნებული. მან კარგად იცის, ვინ არის და რა შეუძლია”, – წერს 21 წლის ქართველის შესახებ app.com

სეტონ ჰოლის მაისურით, სანდრო მამუკელაშვილის უკანასკნელ თამაშს, მისი ოჯახის წევრებიც დაესწრებან.

მსგავსი პოსტები

Back to top button