დაკავებულია ორი რეინჯერი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები, ხვთისო მიგრიაული და გიორგი აფციაური დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, “ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით 1 500 ლარი მოითხოვეს”.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button