მნიშვნელოვანისიახლეები

”ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად,,-ენმ-ს ლიდერები არჩევნებთან დაკავშირებით რონ ნერინგანს შეხვდნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორს, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტს რონ ნერინგანს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისი მერიოტში, გაიმართა და მას ენმ-ის თავმჯდომარესთან ერთად, სტრატეგია აღმაშენებლის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ესწრებოდა.

რეკომენდაციები არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია, ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს და ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაბეიშვილმა კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ამ საკითხზე „ქართული ოცნების“ ლიდერების კომენტარები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სტატუსის მიღება ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებს და კანდიდატის სტატუსს აქვს ჩალის ფასი; კალაძე ამბობდა, თუ სტატუსს არ მოგვცემენ, თავისისთვის დაიტოვონო. „სადაც უნდა იქ წაიღონ, კანდიდატის სტატუსი“ – ასე მეტყველებდნენ. შესაბამისად, ყველას კარგად ესმის, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას საჯაროდ ამბობენ, რომ ეს ქართველი ხალხის დამსახურებaა. მათ შორის მარტის მოვლენების, სადაც რუსული კანონი ფაქტობრივად დაღეჭეს რუსული პარტიის წარმომადგენლებმა 48 საათში. ამიტომ, ერთადერთი გამარჯვებული ჰყავს ამ პროცესს – ეს არის ქართველი ხალხი. ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი არათუ შესრულებულია, არამედ დამატებულია კონკრეტული პუნქტები, რომლებიც პრობლემატურია. ამას ვინ შეასრულებს? რუსული პარტია ამას არ გააკეთებს. ამიტომაა 2024 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი, რომ ქართველმა ხალხმა ეს ბრძოლა კვლავ მიიყვანოს ბოლომდე, გამარჯვებამდე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ამერიკელ პარტნიორებთან სამდღიანი სამუშაო შეხვედრები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და კამპანიის მართვის თემაზე ექნებათ.

„სტრატეგიული კომუნიკაციები და კამპანიის მართვა – ამ თემასთან დაკავშირებით ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სამი დღის განმავლობაში გვექნება სამუშაო შეხვედრა. ვემზადებით რუსული პარტიის დასამარცხებლად. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რათა ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება ერთადერთ რამეს – „ნაციონალური მოძრაობა- გამარჯვების კოალიციამ“ კამპანია წარმართოს ისე, რომ საბოლოო ჯამში გაიმარჯვოს ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ვემზადებით 2024 წლის არჩევნებისთვის, ვხვდებით აშშ-დან ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც სამი დღის განმავლობაში გაგვაცნობენ საარჩევნო კამპანიის წარმართვის სტილს, რომელსაც ჩვენც შეძლებისდაგვარად გამოვიყენებთ მომავალი საარჩევნო კამპანიის დროს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ლიდერობის ინსტიტუტის საერთაშორისო პროგრამების დირექტორთან, სტრატეგიებისა და კომუნიკაციების ექსპერტთან რონ ნერინგთან შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა,

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, პარტნიორები სამი დღის განმავლობაში მათ საარჩევნო კამპანიის შესახებ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

„მოგეხსენებათ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, პოლიტიკური ტექნოლოგიები, ინსტრუმენტები, სოციალური ქსელების მეშვეობით საზოგადოებასთან კომუნიკაცია, საარჩევნო კამპანიის დინამიკურად წარმართვის პროცესები იცვლება დროთა განმავლობაში და ამაში, როგორც ბევრ სხვა სფეროში, აშშ -ში გაცილებით წინ არიან წასული, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. ჩვენ მადლობა გვინდა ვუთხრათ IRI -ს „ლიდერშიფ“ ინსტიტუტს, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც ამ სამ დღიან coaching ტრენინგს, სესიებს ჩაგვიტარებენ, თუ როგორ ხდება აშშ-ში კერძოდ, რესპუბლიკელების პარტიაში შიგნით, “პრაიმერისით” დაწყებული, გაგრძელებული დიდ არჩევნებამდე – იქნება ეს კონგრესის, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები.

ამ ტექნოლოგიებს, კომუნიკაციებს, სოციალური ქსელების გამოყენებას, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ასპექტს, ნიუანსს მოგვიყვებიან, გაგვიმხელენ და ჩვენც შეძლებისდაგვარად მათ გამოვიყენებთ მომავალ საარჩევნო კამპანიის დროს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button