მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 12 “შაჰიდის” ტიპის დრონიდან 10 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 10 ჩამოაგდეს.

“უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაგვესხნენ რამდენიმე ტალღად და მიკოლაევის ოლქში ოკუპირებული ხერსონის გავლით შევიდნენ. მიკოლაევში, სამხრეთ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, “შაჰიდების” უმეტესობა საჰაეო თავდაცვამ ჩამოაგდო, დანარჩენი დრონები კი ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიემართებოდნენ და ხმელნიცკის ოლქში ჩამოვაგდეთ,” – ნათქვამია განცხადებაში.
უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები მათ დრონებით პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან უტევდნენ, რაკეტით კი ბელგოროდიდან. მათი თქმით, Kh-59 ტიპის რაკეტამ მიზანს ვერ მიაღწია.

Українська правда-ს ცნობით, გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს. ნგრევის, მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
“გასული დღის განმავლობაში რუსებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიები და დასახლებები 22-ჯერ დაბომბეს. დაფიქსირდა 149 აფეთქება. ცეცხლის ქვეშ მოექცა იუნაკოვსკი, ხოტინსკი, ბილოპოლსკი, კრასნოპილსკი, ველიკოფისარივსკი, ესმანსკი და სერედინო-ბუდსკი,” – ნათქვამია სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.4

მსგავსი პოსტები

Back to top button