მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი განხილულ იქნება როგორც საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად

რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს-სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ივნისის ბოლოს, ალიანსის სამიტზე გამოცხადდება, რომ რუსეთი განხილულ იქნება როგორც საფრთხედ და არა როგორც ორგანიზაციის პარტნიორად.

„მსოფლიო უფრო საშიში გახდა. ჩვენ განვაცხადებთ, რომ რუსეთი ჩვენი პარტნიორი აღარ არის, არამედ ის არის საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“, – ამის შესახებ სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

რაც შეეხება ბირთვული ომის საფრთხეს – სტოლტენბერგის განცხადებით, ჯერჯერობით ვერ ხედავს რუსეთის მზადყოფნის მაღალ დონეს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის.

“გარდა იმისა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთის მხრიდან საშიში და უპასუხისმგებლო იქნებ, პუტინმა ასევე უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და ეს არასდროს უნდა მოხდეს. ჩვენი მკაფიო სიგნალი რუსეთის მიმართ არის, რომ NATO ყოველთვის იცავს თავის წევრ სახელმწიფოებს”. – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ამასან მან ასევე თქვა რომ რუსეთის ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild am Sonntag-ი ავრცელებს.

სტოლტენბერგის თქმით,უკრაინული ჯარებისთვის უახლესი იარაღის მიწოდება დონბასის რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ ფაქტისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. მაშინაც კი თუ ხარჯები მაღალია, ჩვენ არ უნდა შევამციროთ უკრაინის მხარდაჭერა, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერის კუთხით, არამედ ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, – აღნიშნა ნატო-ს გენმდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ეს არ არის შედარება ფასთან, რის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ.

პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგიისა და სურსათის ფასების ზრდის გამო. მაგრამ ეს არ არის შედარება იმ ფასთან, რომლის გადახდაც უკრაინელებს ყოველდღიურად უწევთ მრავალი სიცოცხლისთვის. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით“,- თქვა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთი აღარ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის.

სტოლტენბერგის თქმით, პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს და არ უნდა აწარმოოს.

NATO-ს სამიტი მადრიდში 28-30 ივნისს გაიმართება. სამიტზე, სავარაუდოდ, ალიანსის წევრი სახელმწიფოები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს შეიმუშავებენ.

ნატოს სამიტი მადრიდში, 28-30 ივნისს გაიმართება. მოსალოდნელია, რომ სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს დაამტკიცებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button