მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტს, არა მშვიდობა, არამედ პაუზა სურს გადაჯგუფებისთვის

კრემლის ქმედებები მიანიშნებს რუსეთის გეგმებზე უკრაინაზე თავდასხმის განახლების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებებზე მიწვევა არის მხოლოდ მოსამზადებლად დროის გამოძებნის მცდელობა, – ამის შესახებ აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სტატიაში, რომელიც „ფაინენშელ თაიმსში“ გამოქვეყნდა.

“რუსეთი იმედოვნებს ომის გაყინვას, რათა ჰქონდეს დრო გადაჯგუფებისთვის, ძალების გადაიარაღებისთვის და შეტევის განახლების მცდელობისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციას შესთავაზა ძალების გაყვანა შობამდე დაიწყოს, როგორც პირველი ნაბიჯი კონფლიქტის დასრულებისკენ, მაგრამ მოსკოვმა კატეგორიულად უარყო ეს წინადადება. ომი სწორედ პუტინმა დაიწყო და მას შეუძლია დღესაც დაასრულოს უკრაინიდან გასვლით. ახლა არ არის იმის ნიშანი, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა”, – თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

სტოლტენბერგის თქმით, მსოფლიომ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, რათა მან შეძლოს გადარჩენა, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ევროპული სახელმწიფო. ამასთან ის აღნიშნავს, რომ თუ პუტინი აიღებს უკრაინას, ეს იქნება სიგნალი რუსეთისთვის და სხვა ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომ მათ ძალით შეუძლიათ მიიღონ ის, რაც სურთ, უკრაინისთვის კი ეს კატასტროფა იქნება.

სტოლტენბერგმა თქვა, რომ რუსეთმა ბოლო თვეებში 200 000-მდე ადამიანი მოაბილიზა და პარალელურად მოსკოვი ცდილობს იარაღსა და საბრძოლო მასალის შესახებ მოლაპარაკებას სხვა ავტორიტარულ მოკავშირეებთან, პირველ რიგში, ირანთან.

“ეს ასევე გახდის მთელ სამყაროს უფრო სახიფათოს და ჩვენ ყველას, უფრო დაუცველს. ამიტომ, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს უკრაინის მხარდაჭერის შენარჩუნება ამ ზამთარში და რამდენი ხანიც დასჭირდება”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button