მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტას და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ კანონებს პუტინმა ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის შეჩერების შესახებ.

შესაბამისი დოკუმენტი სამშაბათს იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

„იგულისხმება, რომ რუსეთის ფედერაცია შეაჩერებს 2010 წლის 8 აპრილს პრაღაში ხელმოწერილი ხელშეკრულების მოქმედებას რუსეთის ფედერაციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემდგომი შემცირებისა და შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ“ , – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონი შესაძლოა ამოქმედდეს ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, აღნიშნულია დოკუმენტის ტექსტში.

ხელშეკრულებაში რუსეთის მონაწილეობის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

ვლადიმერ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალურ ასამბლეაზე გაგზავნილ წერილში განაცხადა, რომ რუსეთი აჩერებს მონაწილეობას რუსეთ-ამერიკის სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ ტოვებს ხელშეკრულებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსეთის ფედერაციის მიმართ ევროპის საბჭოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შეწყვეტის შესახებ. რუსუილ მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

ეს კანონი ეხება, კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ტერორიზმის აღკვეთის კონვენციას, ევროპის საბჭოს ქარტიას, გამომდინარე დოკუმენტებს.

„ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის წევრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, 2022 წლის 16 მარტიდან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებით შეწყვეტილად ჩაითვლება შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის შესახებ 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენცია“ ,- ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, მოქმედება შეწყვიტა 1997 წლის 27 იანვრის ტერორიზმის აღკვეთის ევროპულმა კონვენციამ, 1949 წლის 5 მაისის ევროპის საბჭოს ქარტიამ, 1949 წლის 2 სექტემბრის ევროპის საბჭოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ გენერალურმა შეთანხმებამ, ასევე 1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალურმა ქარტიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button