მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთში, სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქის ამურსკის რაიონში, ტეისინის დასახლებაში სამხედრო ნაწილში აფეთქების შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“იქ არის სამხედრო ბაზა, რაღაც აფეთქდა. ერთი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – განაცხადა წყარომ TASS-თან საუბრისას.

ამასთან, კიდევ ერთმა წყარომ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან გამოცემას უთხრა, რომ, სავარაუდოდ, დენთი აფეთქდა.

“წინასწარი მონაცემებით, დენთის აფეთქება უყურადღებობამ გამოიწვია. ზუსტი ვერსია გამოძიების მსვლელობისას დადგინდება”, – განაცხადა წყარომ.

მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

მსგავსი პოსტები

Back to top button