მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 იანვარს უკრაინას გადაეცა უკრაინის შეიარაღებული ძალების 207 ტყვე, უკრაინიდან კი რუსეთში დაბრუნდა ტყვეობაში მყოფი 195 რუსი სამხედრო.
უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან 207 ადამიანი დაბრუნდა, როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც კუნძულ ზმეინიზე იმყოფებოდნენ, ასევე ჯარისკაცები, რომლებიც იბრძოდნენ დონეცკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებზე.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამში საკუთარ არხზე დაწერა, რომ გაცვლის შედეგად უკრაინას დაუბრუნდა 207 ადამიანი. ჩვენები სახლში არიან. 207 ვაბრუნებთ ყველაფრის მიუხედავად. გვახსოვს თითოეული ტყვეობაში. მებრძოლები და მოქალაქეები. ყველანი უნდა დავაბრუნოთ. ამაზე ვმუშაობთ”, ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” ,- წერს ზელენსკი. 27 იანვარს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უახლოეს დროში ტყვეების გაცვლა მოხდებოდა.
უკრაინულ მედიასთან თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა, რომ დღეს დაბრუნებულ ტყვეთა შორის ის 65 ადამიანი არ არის, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, “IL-76 ის ჩამოგდებას ემსხვერპლნენ”.

“ფაქტობრივად, დღეს იყო იმ გაცვლის გაგრძელება, რომელიც 24 იანვარს უნდა მომხდარიყო. ყველა, დაბრუნდა, ვინც მაშინ უნდა დაბრუნებულიყო, გარდა იმ 65 ადამიანისა, ვინც რუსულმა მხარემ დაღუპულებად გამოაცხადა”, – განაცხადა იუსოვმა.
როგორც RBC-Ukraine იტყობინება, მათგან ყველაზე უფროსი 61 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა – 20-ის. გადაცემული ტყვეებიდან მინიმუმ 36 დაჭრილია ან სერიოზული დაავადებები სჭირს.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 24 იანვარსაც იგეგმებოდა გაცვლა, რომელიც არ შედგა. კერძოდ, იმ დღეს რუსეთის ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი IL-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა არ გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის დაღუპულების ცხედრები გადაეცა, რომლებიც თითქოსდა ბორტზე იმყოფებოდნენ.
ეს ტყვეთა პირველი გაცვლაა მას შემდეგ, რაც რუსეთში, ბელგოროდის ოლქში, 24 იანვარს სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ილ-76 ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავში იმყოფებოდა 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც ბელგოროდში მიჰყავდათ გასაცვლელად. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი უკრაინელებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის ხელისუფლებას, მათ შორის არც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, არ დაუდასტურებიათ ან უარუყვიათ თვითმფრინავის დაღუპვის რუსული ვერსია. მათ დაადასტურეს ის, რომ გაცვლა ნამდვილად მზადდებოდა და არ შემდგარა. უკრაინამ რუსეთს ბრალი დასდო, რომ ის ტყვეების თემას იყენებს უკრაინის საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის და კატასტროფასთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button