ეკვადორის მიწისძვრას 246 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა [Photo/Video]

17 აპრილს ეკვადორში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 246 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – განაცხადა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტმა ხორხე გლასამ.

ბოლო მონაცემებით, დაზარალებულთა რიცხვმა 2,5 ათას ადამიანს გადააჭარბა.

ეკვადორში 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა 17 აპრილის ღამით მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების კერა 20 კილომეტრის სიღრმეში ქალაქ პადერნალესის რაიონში დაფიქსირდა. ეკვადორის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და ცუნამის საშიშროება გამოცხადდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, რაფაელ კორეამ ვატიკანში ვიზიტი შეწყვიტა, რათა საგანგებო ვითარების შტაბს უშუალოდ უხელმძღვანელოს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33568″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button