ახალი ჯარიმები მძღოლებისთვის

მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ახალი ჯარიმები წესდება.

მაგალითად, სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება.

ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ასევე იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

მსგავსი პოსტები

Back to top button