მნიშვნელოვანისიახლეები

პარტია “ენმ” ში ყრილობა გაიმართება

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება. სხდომა დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული.
ყრილობაზე პრიორიტეტული საკითხი იქნება – რა ნაბიჯებს გადადგამს ენმ თუ საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს.

პარტიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად დამტკიცდება თანამდებობაზე. ლევან ხაბეიშვილი გუნდის წევრებს მიმართავს და მათ საკუთარ გეგმას გააცნობს.

დღევანდელ შეკრებაზე პარტიის ლიდერები, წევრები და ასევე, რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

როგორც პარტიაში აღნიშნავენ, დღეს დაგეგმილი ყრილობა ძირითადად, ტექნიკური ხასიათის იქნება. ამასთან, დღევანდელ ყრილობაზე შესაძლოა გაირკვეს, თუ ვინ დაიკავებს პარტიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებს.
სხდომას ნიკა მელია და მისი მხარდამჭერები, სავარაუდოდ, არ დაესწრებიან.

ცნობისთვის, 28-29 იანვარს პარტიაში ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

მსგავსი პოსტები

Back to top button