მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსით თელავში მამაკაცი გარდაიცვალა

 

კორონავირუსით თელავში მცხოვრები მამაკაცი გარდაიცვალა. ის მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კოვიდ კლინიკაში გადიოდა

რადიო ჰერეთის ინფორმაციით, 55 წლამდე ასაკის მამაკაცი, თელავში, ყველაზე დიდ, საგადასახადოს კლასტერს მიეკუთვნება.

კოვიდ- 19- ით ინფიცირებული პაციენტი, მძიმე მდგომარეობაში, თბილისში,  ორი კვირის წინ გადაიყვანეს.

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კორონავირუსით, უკვე 9 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს რეგიონში, კორონავირუსის 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულების რაოდენობა, 1449- მდე გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტი, 22 შემთხვევა, თელავში გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button