მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მესტიაში იმუნიზაციის პროცესი შეწყვეტილია

მესტიის მუნიციპალიტეტში ათი მედიკოსი, აქედან 8 ექიმი და 2 ექთანი აიცრა. ამ ეტაპზე კი ვაქცინაციის პროცესი შეჩერებულია. ამის შესახებ განაცხადა მესტიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცემტრის ხელმძღვანელმა ნია ბჟალავამ.

“ათი მედიკოსი აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით,აქედან აცრის შემდეგ რამდენიმეს ჰქონდა ტემპერატურის მატება და არიან მუდმივი დაკვირვების ქვეშ. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცეს,ამ ეტაპზე სვანეთში შეჩერებულია,ახალციხეში განვითარებული მოვლენების გამო”,-უთხრა ნია ბჟალავამ რადიო თბილისს. მისივე ცნობით,მუნიციპალიტეტში 30-მდე მედიკოსია დარეგისტრირებული.

შეგახსენებთ, კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინის პირველი ნაწილი საქართველომ 13 მარტის დილას მიიღო.ვაქცინაცია კი 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად ვაქცინა სამედიცინო პერსონალს გაუკეთდება.

ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button