სეულში პოლიციასთან შეტაკება მოხდა: 2 ადამიანი დაიღუპა [Photo/Video]

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულის ცენტრში პრეზიდენტის ომპიჩმენტის პოლიციასთან შემდეგ მასობრივი შეტაკება მოხდა. 2 ადამიანი დაიღუპა, – იუწყება სააგენტო Yonhap News.

ერთ-ერთი დაღუპული 72 წლის კაცია, რომელიც თავის მრავლობითი ტრავმებისგან გარდაიცვალა. მეორე დაღუპულის სესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თავდასხმა ჟურნალისტებზეც განხორციელდა. იაპონური სააგენტო Kyodo-ს ოპერატორმა თავის ტრავმა მიიღო.

სეულში პრეზიდენტ პან კინ ჰეს მხარდამჭერთა 2 მიტინგი გაიმართა. სასამართლოს მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დამტკიცების შემდეგ მიტინგების მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა. საქმეში პოლიცია ჩაერთო და ხელკეტები გამოიყენა.

პან კინ ჰე – სამხრეთკორეელი პოლიტიკოსი ქალი 1952 წლის 2 თებერვალს ტეგუში დაიბადა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მისმა პარტიამ ხმების 42,8% მიიღო და ეროვნულ ასამბლეაში 300-დან 152 ადგილი დაიკავა. პან კიმ ჰე 2013 წლის 25 თებერვალს სამხრეთ კორეის პრეზიდენტი გახდა.

[print_gllr id=55039]

მსგავსი პოსტები

Back to top button