ტასმანიაში 200-კილოგრამიანი სელაპი-ავტომოყვარული დააკავეს [Video]

ავსტრალიის ქალაქ ნიუსტედში (შტატი ტასმანია) მამაკაცმა საკუთარი ავტომობილის კაპოტზე ამხედრებული გიგანტი სელაპი აღმოაჩინა, – იუწყება The Guardian.

გამოცემის ინფორმაციით, იმ დროისთვის ცხოველს ბუნების დამცველი პოლიცია უკვე ეძებდა. საქმე ისაა, რომ სელაპი რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქში დასეირნობდა და გამვლელებს შოკში აგდებდა. მანამ, სანამ სპეციალისტებმა გიგანტი იპოვეს, მან ორ მანქანაზე აძვრომა და კაპოტების დაზიანება მოახერხა.

რამდენიმე საათში პოლიციამ ცხოველი იპოვა და ზღვაში გაუშვა. სპეციალისტებმა მოქალაქეებს თავდაჭერილობისთვის მადლობა გადაუხადეს, ვინაიდან არცერთმა მათგანმა ცხოველთან მიახლოება და მისი დაფრთხობა არ სცადა.

აღსანიშნავია, რომ ნიუსტედი ზღვიდან 50 კილომეტრში მდებარეობს. სპეციალისტების ვარაუდით, გიგანტური ცხოველი მდინარეს გამოჰყვა და ქალაქში მოხვედრისას გზა აებნა

მსგავსი პოსტები

Back to top button