მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინა დაახლოებით 422 000-მა ადამიანმა დატოვა

100 000-ზე მეტი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია თავად ქვეყნის შიგნით.

უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში დაახლოებით 422 000 ადამიანი გადავიდა, – ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის პრესსპიკერი აცხადებს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აღნიშნულ პირებს ლტოლვილებად მიიჩნევს.

მისივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინაში ადამიანებს მატარებლებში შესვლას უკრძალავენ.

ამასთან, 100 000-ზე მეტი მოქალაქე იძულებით გადაადგილებულია თავად ქვეყნის შიგნით.

მსგავსი პოსტები

Back to top button