მნიშვნელოვანიმსოფლიო

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, უკრაინაში 384 ბავშვი დაიღუპა

„სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინაში რუსმა ჯარისკაცებმა 384 ბავშვი მოკლეს და 749 დაჭრეს“, – წერს უკრაინული მედია, გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

პროკურატურის ცნობით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან საომარი მოქმედებების ზონებში, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 393, ხარკოვის ოლქში – 209, კიევის ოლქში – 116, მიკოლაევის ოლქში – 72, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ხერსონის ოლქში – 55, ზაპოროჟიეს – 46 და დნეპროპეტროვსკის ოლქში – 2“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ოფიციალური უწყების ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ რეგულარულმა საჰაერო დარტყმებმა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი ტერიტორიების დაბომბვამ დააზიანა 2480 საგანმანათლებლო დაწესებულება. აქედან 289 მთლიანად განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button