მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მდინარე ენგურზე გარდაცვლილებს ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენებენ

მდინარე ენგურში, ოკუპირებული გალიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაღუპულ ოთხივე ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში ესპერტიზა ჩაუტარდა.

ერთი უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში გადაასვენეს, ხოლო დანარჩენი სამი ზუგდიდში ნათესავის სახლშია დასვენებული და მათი გადასვენება უახლოეს საათებში ენგურის ცენტრალური ხიდიდან მოხდება.

7 აპრილს, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია.

ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button