რეგიონი

კახეთის მდინარეებზე წყალმოვარდნებია მოსალოდნელი

უამინდობის და ნალექის შესახებ, მოსახლეობა და რეგიონების ადმინისტრაციები, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გააფრთხილა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესძლებელია მდინარეებზე წლის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ასეთი შეტყობინება მიიღეს და ყველა მუნიციპალიტეტი გააფრთხილეს.
” ჩვენთვის ცნობილია, რომ გუბერნატორმა გააფრთხილა ყველა მუნიციპალიტეტის მერი რომ მზადყოფნაში იყვნენ, ტექნიკით და ადამიანური რესურსით”- განმარტეს ადმინისტრაციაში.

კახეთში საშიშ მდინარეებად, ლაგოდეხის ხევი და მდინარე დურუჯი მიიჩნევა.
ლაგოდეხის ხევს რამდენიმე წელია, პირველი კატეგორიის საფრთხის ინდექსი აქვს მინიჭებული, მდინარე დურუჯი კი, მოსახლეობას პრობლემას 6 კილომეტრის მანძილზე უქმნის.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ უხვი ნალექის შემთხვევაში, ყველა მდინარე, რომელიც სათავეს მთებიდან იღებს, შესაძლოა მოსახლეობისათვის საშიში და ზიანის მომტანი გახდეს, რასაც

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების დატბორვა მოჰყვება.
სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მთიან ზონებში ზვავის ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვაცაა მოსალოდნელი.

დღეს კახეთში დილიდან გადაუღებლად წვიმს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაცემულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button