მნიშვნელოვანისაქართველო

“კოკა-კოლას” ოფისიდან 133 000 ლარი მოიპარეს

თბილისში, “კოკა-კოლას” ადმინისტრაციის ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიში განაცხადეს, რომ “კოკა-კოლას” თანამშრომელმა მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ქურდობის ბრალდებით, 38 წლის მამაკაცია დაკავებული. დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.

დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button