მნიშვნელოვანისიახლეები

ბორჯომის ხეობაში ხანძრის აქტიურ კერებზე მუშაობა ამდრომდე მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი.

ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ასობით მეხანძრე-მაშველთან ერთად, აქტიურად, კოორდინირებულად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, ყველა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი და თურქეთის რესპუბლიკის 3 სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

ცნობისთვის მეშვიდე დღეა ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.
ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან ხანძარი ტყეში 19 აგვისტოს გაჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button