მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო- „გოლოსი“

საფრანგეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რეგიონებში საარჩევნო უბნების მოწყობას გმობს. ამის შესახებ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა საარჩევნო უბნები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის რეგიონში, საქართველოსა და მოლდოვის ხელისუფლების თანხმობის გარეშე მოაწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საფრანგეთი გმობს იმ ფაქტს, რომ რუსეთმა ე.წ. „არჩევნები“ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოაწყო:

„ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ნაწილებში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე ე.წ. „არჩევნების“ უკანონო ორგანიზება საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს წესდების შემდგომ დარღვევას წარმოადგენს. საფრანგეთი აღნიშნული ე.წ. „არჩევნების“ ჩატარებას და მის შედეგებს არ აღიარებს და არც არასდროს აღიარებს და უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ თავის ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აღნიშნულია საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა.
ოფიციალურმა პარიზმა რუსეთის ის მოქალაქეებიც შეაქო, რომლებმაც არჩევნების ფონზე მშვიდობიანი აქციები გამართეს. საფრანგეთმა ასევე დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში და ფაქტს “საერთაშორისო სამართლის და გაეროს წესდების დარღვევად” შეაფასა.

„საფრანგეთი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსალოდნელ შედეგს აღნიშნავს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმერ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად მეხუთე ვადით დარჩება. რუსეთში საარჩევნო პროცესი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებული ზეწოლის და რეჟიმის საწინააღმდეგო ფორმების შეზღუდვის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის აკრძალვის ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური ოპოზიციური მოღვაწე, ალექსეი ნავალნი არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა, სხვა გარემოებებთან ერთად, რუსეთის ხელისუფლების მიერ მისი პატიმრობის პირობების გამკაცრების შედეგად. კანდიდატებს, რომლებიც უკრაინაში ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდნენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცათ, რამაც პლურალიზმის დონე მნიშვნელოვნად შეამცირა. საარჩევნო კამპანიის დროს კანდიდატების მედიასთან თანაბარი ხელმისაწვდომობის კუთხით საერთაშორისო სტანდარტები დაცული არ იყო. კიდევ ერთხელ, თავისუფალი, პლურალისტური და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ დაკმაყოფილდა. საფრანგეთი რუსეთის მრავალი მოქალაქის გამბედაობას მიესალმება, რომლებმაც მათ ფუნდამენტურ პოლიტიკურ უფლებებზე განხორციელებული თავდასხმის მიმართ თავიანთი წინააღმდეგობა მშვიდობიანად აჩვენეს. საფრანგეთი წუხს, რომ რუსეთმა, საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისია არ მიიწვია, რაც იმას ნიშნავდა, რომ არჩევნები ყოველგვარი მიუკერძოებელი საერთაშორისო დაკვირვების გარეშე მიმდინარეობდა“, – აცხადებს საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების 100% დათვლილია და პუტინმა 87.28% აიღო.

ევროკავშირი უკანონო მიიჩნევს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების საარჩევნო უბნებს, რომლებიც, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში გაიხსნა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.

„ევროკავშირი სრულად ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15-17 მარტს ჩატარდა. ე.წ. საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთშიც გაიხსნა.

რუსეთში არჩევნები იყო არჩევანის გარეშე – ასე შეაფასა პუტინის “არჩევნები”, სადაც პუტინმა გაიმარჯვა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ანალენა ბერბოკმა დაგმო ის ფაქტიც, რომ “საარჩევნო უბნები” ოკუპირებულ ტერიტორიებზეც გაიხსნა:

“საარჩევნო პროცესი გვიჩვენებს არა მხოლოდ პუტინის ბოროტ ქმედებებს საკუთარი ხალხის მიმართ, არამედ ასევე მეზობელი ქვეყნების მიმართაც. ე.წ. არჩევნების ჩატარება უკრაინის ტერიტორიებზე, მოლდოვისა და საქართველოს ტერიტორიებზე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. საყურადღებოა, თუ რამდენმა რუსმა გამოხატა საჯაროდ აზრი ამ შაბათ-კვირას, რომ ისინი ვერ ხედავენ პუტინს რუსეთის პრეზიდენტად.” აღნიშნა ბერბოკმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ

საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული იყო , – ამის შესახებ განცხადება რუსეთის ამომრჩეველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „გოლოსმა“ გაავრცელა.

„გოლოსის“ განცხადებით, კვირას დასრულებული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არ შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, რადგან საარჩევნო კამპანია ისეთ პირობებში ჩატარდა, სადაც რუსეთის კონსტიტუციის ძირითადი მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ უფლებებს უზრუნველყოფს, არსებითად არ მოქმედებდა.

„აქამდე საპრეზიდენტო კამპანია, რომელიც კონსტიტუციურ სტანდარტებს ასე ჩამოუვარდებოდა, არასდროს გვინახავს“, – ნათქვამია „გოლოსის“ განცხადებაში.

რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ვლადიმერ პუტინმა ხმების 87,28% მოიპოვა და რუსეთის პრეზიდენტი მეხუთე ვადით გახდა.

აშშ-მა, გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა განაცხადეს, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები სამართლიანი არ იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button