მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 54 250 ჯარისკაცია ლიკვიდირებული,მათგან 200 ბოლო დღე-ღამეში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 სექტემბერს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

📌ჯარისკაცი – დაახლოებით 54 250
📌​ტანკი -2 202
📌ჯავშანტექნიკა – ​4 701
📌საარტილერიო სისტემა – 1 306
📌სარაკეტო სისტემა – 312
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168
📌თვითმფრინავები – 251
📌ვერტმფრენი – 216
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 911
📌საკრუიზო რაკეტები – 236
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 571
📌გემი/ნავი/კატარღა – 15
📌სპეციალური აღჭურვილობა – 121.
კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button