“კახაბერ ცისკარიძე არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს”

“მომღერალი და პროდიუსერი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს”, ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საინიციატივო ჯგუფების მიერ მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა, შესაბამისად ცისკარიძის კანდიდატურას რეგისტრაციაში ვერ გაატარებენ.

კახა ცისკარიძემ ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება დღეს გააკეთა.

მსგავსი პოსტები

Back to top button