ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშ-ხელოვნების მუზეუმთან აქციაა

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეების თქმით, ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშააა. ისინი კულტურის სამინისტროსგან და თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას ითხოვენ
“ლეგიტიმური შიში არსებობს იმისა, რომ მუზეუმს და მასში დაცულ განძს საფრთხე ემუქრება. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმის აღდგენა არარენტაბელურია. ეს ყველაფერი რეალური შიშის საფუძველს გვიტოვებს. ამ ხალხმა საყდრისი ერთხელ უკვე ააფეთქა, შესაბამისად შიში არის რეალური”, – ამბობს აქციის მონაწილე.
ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნა კომპანია “კარიატიდამ” მოამზადა.
ხელოვნების მუზეუმის შენობა ისტორიულია, ის 1838 წელს ააგეს და ევროპული არქიტექტურის ნიმუშია