უკრაინულმა ძალებმა 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
რუსეთმა საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება

24 თებერვლიდან 23 ივლისამდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 39 240 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს
📌ჯარისკაცი – დაახლოებით 39 240
📌ტანკი – 1 708
📌ჯავშანტექნიკა – 3 929
📌საარტილერიო სისტემა – 864
📌სარაკეტო სისტემა – 253
📌საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113
📌თვითმფრინავები – 221
📌ვერტმფრენი – 188
📌ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 714
📌საკრუიზო რაკეტები – 167
📌საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 820
📌გემი/ნავი/კატარღა – 15
📌სპეციალური აღჭურვილობა – 72.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთმა საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება.
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას აქვს გამანადგურებელი გლობალური შედეგები. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას”- აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.
ცნობისთვის უკრაინაში ომი 150-ე დღეა რაც გრძელდება