მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

,,ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ,,- ბენიამინ ნეთანიაჰუ

ღაზის სექტორის სამხრეთში, ქალაქ ხან-იუნისში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. მანამდე ისრაელმა გამოაცხადა, რომ ათასობით ჯარისკაცი გაჰყავს სხვა რეგიონებიდან. ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ომს იქამდე გააგრძელებს, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება და არ გაათავისუფლებენ 100-ზე მეტ მძევალს, რომელიც ამ დრომდე რჩება “ჰამასის” ტყვეობაში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ჰამასის” მაღალჩინოსანი სალეჰ ალ-არური ბეირუთის სამხრეთ ნაწილზე, ისრაელის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

ბეირუთში “ჰამასის” ლიდერის მკვლელობის გამო, “ჰეზბოლა” ისრაელს ემუქრება, რომ ეს მკვლელობა უპასუხოდ და დასჯის გარეშე არ ჩაივლის.

“ისრაელი ბრძოლის ყველა ხაზზე იბრძვის. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება, მეტი თვე. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე, ვიდრე ჩვენს მიზნებს არ მივაღწევთ. ჩვენი მიზნები კი “ჰამასის” განადგურება და ყველა მძევლის განთავისუფლებაა. მძევლების დასაბრუნებლად მუშაობაში ყველა ჩართულია და თითოეულ წამს მაქსიმალურად ვიყენებთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღაზა ისრაელისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს,” – ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

ყველამ, ვინც 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა, – ამის შესახებ „მოსადის“ ხელმძღვანელმა, დევიდ ბარნეამ განაცხადა.

„დაე, ყველა არაბმა დედამ იცოდეს, რომ თუ მისმა შვილმა 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტაში მიიღო მონაწილეობა, მან საკუთარ სასიკვდილო განაჩენს ხელი თავად მოაწერა“, – განაცხადა დევიდ ბარნეამ.

დევიდ ბარნეამ კომენტარი „მოსადის“ ყოფილი ხელმძღვანელის ზვი ზამირის დაკრძალვაზე გააკეთა.

შეგახსენებთ ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. მიზეზი ისრაელის დრონებით თავდასხმაა ლიბანის მიწაზე. ლიკვიდირებულია “ჰამასის” ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ლიდერი სალეჰ ალ-არური.

იერიშს კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი “ჰამასის” ლიდერი იყო. დრონებით თავდასხმამ აღშფოთება გამოიწვია ლიბანში – ქვეყნის პრემიერი ისრაელს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციაში ადანაშაულებს.

იმუქრება “ჰეზბოლაც”, სადაც აცხადებენ, რომ ისრაელი დანაშაულისთვის მკაცრად აგებს პასუხს. თავად ისრაელში აცხადებენ, რომ შურისძიების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არიან.

ქირურგიული სიზუსტის დარტყმა “ჰამასის” ლიდერებზე – ასეთია ისრაელის პოზიცია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში დრონით განხორციელებულ თავდასხმაზე.

აფეთქებას საფრანგეთის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა ლიბანში ვითარების ესკალაციას მოერიდოს.

57 წლის სალეჰ ალ-არური ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო “ჰამასში”. ის ყველაზე მაღალი რანგის ლიდერია, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მოკლეს. ტერორისტულ დაჯგუფებას ჯერ კიდევ 1987 წელს შეუერთდა. ალ-არური გლობალურ ტერორისტად მიიჩნეოდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ისრაელს აკრიტიკებს ანკარა. თურქეთის პოლიციამ ისრაელის მოსადის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა. რეიდები 8 პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი და მათზე თავდასხმა იყო.

გასულ თვეს თურქეთმა, ისრაელი სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეეცდებოდა თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები “ჰამასის” წევრების დევნას.

მსგავსი პოსტები

Back to top button