მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირი 2023 წლის 31 დეკემბრამდე სანქციებს ახანგრძლივებს

ევროპულმა საბჭომ 26 ივლის გამოაცხადა, რომ ნახევარი წლით აგრძელებს რუსეთი წინააღმდეგ მოქმედ სანქციებს 2023 წლის 31 დეკემბრამდე ზომები მიღებულია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ.

„ევროპის კავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა 6 თვით, 2023 წლის 31 იანვრამდე, გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომლებიც მიღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ეს სანქციები, რომლებიც 2014 წელს იქნა შემოღებული უკრაინის დესტაბილიზაციის მცდელობისას რუსეთის წინააღმდეგ, მნიშვნელოვნად გაფართოვდა 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო, ნათქვამია საბჭოს პრესრელიზში.

დღესდღეობით მოქმედებს სანქციების შვიდი პაკეტი, რომლებიც პირველ რიგში მიმართულია ეკონომიკის ცალკეული სექტორების და რუსეთის მოქალაქეთა წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინაში ომს მხარს უჭერენ.

ბოლო შეზღუდვები ევროკავშირმა შემოიღო წელს 21 ივლისს. სანქციების ახალ სიაში შეიტანეს „სბერბანკი,“ მოძრაობა „იუნარმია,“ ბაიკერთა კლუბი „ღამის მგლები“, ასევე სახელმწიფო დუმაში ჩეჩნეთიდან დეპუტატი, ადამ დელიმხანოვი, მოსკოვის მერი, სერგეი საბიანინი, მსახიობები, ვლადიმირ მეშკოვი და სერგეი ბერზუკოვი და სხვები.

დაწესდა რუსეთში წარმოებულ ოქროზე იმპორტის აკრძალვა და გაფართოვდა იმ სანქცირებული საქონლის სია, რომელიც სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება.

.

მსგავსი პოსტები

Back to top button