ბორჯომის ხეობაში ნისლია – ავიაციის მუშაობა შეჩერებულია

ბორჯომის ხეობაში ავიაციის მუშაობას კლიმატური პირობები უშლის ხელს.

ხეობაში ნისლია, თუმცა რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში ავიაცია განაახლებს მუშაობას.

საქართველო ამ ეტაპზე მხოლოდ თურქულმა თვითმფრინავმა დატოვა. კრიტიკულად მიჩნეულ ადგილებში მთელი ღამის განმავლობაში იმოფებოდნენ სამხედროები, რათა საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად ემოქმედათ. ხეობაში ღამემ გართულებების გარეშე ჩაიარა. დილის 6 საათიდან საგანგებო შტაბში იმყოფებიან შს, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის მინისტრები.

მსგავსი პოსტები

Back to top button