მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, “ტვიტერზე” ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის სიხარულს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი “ტვიტერზე” ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის სიხარულს, რომელსაც ისინი მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური მოპყრობის მიმართ გამოხატავენ და წერს:

რუსებს, რომლებიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფის ამსახველ კადრებზე იცინიან: დიახ, ეს გააკეთეს ქართველებმა, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგვლეშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენ საქართველოს აერთიანებს ზიზღი „ოპრიჩნინის“ წინააღმდეგ, რომელიც უცხოა თავისუფლებისმოყვარე და ამაყი ქართველი ერისთვის.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, გამოეხმაურა პენიტენციური სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეოკადრებს, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში, ძალადობრივად გადაყვანისა და შეყვანის კადრები გუშინ, 11 ნოემბერს გაავრცელა. კადრებში კარგად ჩანს, ბადრაგის თანამშრომლების მხრიდან, არაადამიანური მოპყრობა მესამე პრეზიდენტის მიმართ.

მსგავსი პოსტები

Back to top button