პუტინის სიცილი, კლინტონის ყეფა: ტრამპა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა [Video]

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთმა ლიდერმა, დონალდ ტრამპმა საკუთარი ამომრჩევლები ახალი წინასაარჩევნო რგოლით გაახარა. მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო განათავსა და კადრების კომპილაციით დაგვანახა, თუ რას ელიან ამომრჩევლები მომავალი პრეზიდენტისგან.

ტრამპმა რგოლში პუტინს, როგორც ძლიერ ლიდერს, “მყეფავი” ჰილარი კლინტონი დაუპირისპირა, რომელიც, როგორც ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებში მისი მთავარი მეტოქეა.

ვიდეო მთავრდება მომცინარი პუტინის კადრებითა და წარწერით – “დაცინვის საბაბი არ უნდა გავხდეთ”.

შეგახსენებთ, რომ სამშაბათს ჩატარებული პრაიმერიზის შედეგების მიხედვით, რესპუბლიკური პარტიის საერო ყრილობის 204-მა დეპუტატმა მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button