მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კელი დეგნანი, ქართული ოცნების თავმჯდომარის, განცხადებას გამოეხმაურა

“როდესაც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და მაგალითზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რა არის საქართველოსთვის საუკეთესო”- ასე გამოეხმაურა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საარჩევნო ბარიერის დაწევის თაობაზე.

შეფასება ამერიკელმა დიპლომატმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ამერიკის მთავრობის ხელშეწყობით დაფინანსებული პროექტების გაცნობის დროს გააკეთა.

“პატივს ვცემ ბატონი ირაკლი კობახიძის ცოდნას და საექსპერტო გამოცდილებას. ასევე, სხვა ბევრი კონსტიტუციონალისტის ცოდნას და გამოცდილებას, ვისაც შევხვდრირვარ და მინდა ავღნიშნო , რომ საქართველოს მართლაც გაუმართლა რომ ძალიან ბევრი განათლებული კონსტიტუციონალისტი და იურისტი ჰყავს. ასევე, მეც პირადად მაქვს გამოცდილება და განათლება კონსტიტუციურ სამართალში და მიმუშავია სხვადასხვა ადგილას კონსტიტუციის შექმნის პროცესში დავხმარებივარ , გამიკეთებია სხვადასხვა კონსტიტუციების შედარებითი ანალიზი, მნიშვნელოვანი ასპექტები და ასე შემდეგ. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და მაგალითზე მნიშვნელოვანია ვიცოდეც რა არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოსთვის საუკეთესო. ქართველი პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ იმაზე, რომ დაბალი ბარიერი არჩევნებზე იქნებოდა სასარგებლო , ეს დადასტურდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, როდესაც 1%-იანი ბარიერის შედეგად პარლამენტში აღმოჩნდა 9 პარტია. ეს შეფასდა როგორც დადებით განვითარებად და მათ შორის ამ საკითხს ეთანხმებოდა მმართველი პარტიაც. ამის შემდგომ კვლავ გაგრძელდა მოლაპარაკებები და პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ 2%-იანი ბარიერი და სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ დროისათვის იმიტომ, რომ ამაზე საუბარი იყო 2019 წელსაც რომ უნდა ჩატარებულიყო ასეთი წესით , ეს არ მოხდა, თუმცა შემდგომში მიღებული იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება. ეს არის ის , რაც მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარების ამ ეტაპისთვის , რამაც უნდა შეიყვანოს პარლამენტში უფრო მეტი პარტია , მეტი მრავალფეროვნება და რაც მთავარია მეტი ხმა და პოზიცია იყოს წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში . შესაბამისა, მიგვაჩნია, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე ეს იქნება საუკეთესო გზა.” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, საარჩევნო რეფორმის თაობაზე, ამერიკის საელჩოს პოზიციის უპასუხა და განაცხადა, რომ თავად კონსტიტუციონალისტია და კელი დეგნანი, ექსპერტად ვერ გამოდგება.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button