მნიშვნელოვანისაქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

ბილისში, ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე სტუდენტმა მიტოვებული ჩვილი იპოვა. ერთ თვემდე ასაკის ახალშობილი საბავშვო კალათაში იყო მოთავსებული. კალათაში იდო ასევე საფენები და დედის წერილი. წერილში ქალი წერს, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას ითვალისწინებს.

ჩვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინფორმაციას რადიო “თავისუფლება” ავრცელებს

მსგავსი პოსტები

Back to top button