მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ღაზის საავადმყოფოს აფეთქება ჰამასის რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დღეს გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

გამოსახულებაზე დაყრდნობით, რომელიც აჩვენებს ხანძრის შედეგად რამდენიმე მანქანაზე მიყენებულ ზიანს, IDF 30-წამიან ვიდეოში ხსნის, რომ ხანძარი საავადმყოფოში ტერორისტული ჯგუფის მიერ რაკეტის წარუმატებელი გაშვების შედეგად უნდა გაჩენილიყო. გარდა ამისა, არ არსებობდა კრატერები ან მნიშვნელოვანი დაზიანებები სხვა შენობებზე, რომლებიც შესაძლოა ისრაელის საჰაერო თავდაცვას გამოეწვია.
“ეს მტკიცებულებები აშკარად ადასტურებენ ფაქტს, რომ ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ისრაელის ბომბი. არ იყო მნიშვნელოვანი დაზიანება საავადმყოფოს გარშემო მდებარე შენობებზე. არ აღინიშნებოდა არავითარი მსგავსება იმ ადგილებთან სადაც ისრაელის ბომბები აფეთქდა“, – თქვა IDF-ის სპიკერმა ჯონათან კონრიკუსმა.
ამასთანავე IDF-მა პრესკონფერენციაზე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც, მათივე განმართებით, ორი პალესტინელი მებრძოლი რაკეტის წარუმატებელ გაშვებაზე საუბრობს, რამაც საბოლოო ჯამში საავადმყოფოს აფეთქება გამოიწვია.
ჩანაწერში ერთ-ერთი მოსაუბრე ამბობს, რომ ტერორისტებმა რაკეტა ღაზის საავადმყოფოსთან მდებარე სასაფლაოდან ისროლეს.
“საავადმყოფოს უკნიდან არასწორად გაისროლეს[პალესტინელმა ისლამური ჯიჰადის მებრძოლებმა] და საავადმყოფოსვე დაეცა”, – საუბრობს ჩანაწერის ერთ-ერთი მონაწილე.
IDF-ში აცხადებენ, რომ ავთენტურობის დასაზუსტებლად, მასალა რამდენიმე სადაზვერვო სამსახურთან გადააზუსტეს.
ისლამურმა ჯიჰადის მოძარაობამ უარყო ისრაელის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და მას ცრუ და უსაფუძვლო უწოდა. ასევე აცხადებს, რომ საავადმყოფოების მსგავს საჯარო დაწესებულებებს სამხედრო მიზნებისთვის არ იყენებს.

გარდა ამისა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელიც ისრაელში ჩავიდა, ღაზის სექტორში საავადმყოფოს დაბომვას ეხმაურება. როგორც მან ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, “როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა ჩაიდინა”.
“ღრმად ვარ დამწუხრებული. აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით. იმის მიხედვით, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა ჯგუფმა გააკეთა და არა თქვენ. მაგრამ ბევრი ადამიანია, ვინც ამაში დარწმუნებული არ არის”, – უთხრა მან ნეთანიაჰუს.
ცნობისთვის საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმას მინიმუმ 500 ადამიანი ემსხვერპლა. დაზუსტებული მონაცემები ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ცნობილია, რომ საავადმყოფოში ომში დაჭრილი მოქალაქეების გარდა, ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფებოდა, რომელიც თავს აფარებდა.
BBC-ის ცნობით, ჰამასმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს მიანიჭა და საავადმყოფოზე თავდასხმა შეაფასა, როგორც “სამხედრო დანაშაული”.

ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ღაზის ცენტრში, საავადმყოფოზე თავდასხმას და აღნიშნავენ, რომ “საავადმყოფო არ არის ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნე”. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის საავადმყოფოში სასიკვდილო აფეთქება ისლამური ჯიჰადის (PIJ) რაკეტამ გამოიწვია.

IDF-ში დაზვერვის მიერ მოპოვებულ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ წარუმატებელ სროლაზე პასუხისმგებელი ისლამური ჯიჰადია. კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ღაზის საავადმყოფოს ისლამური ჯიჰადის გაუმართავი რაკეტა დაეცა.

დღეს, 18 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნილია, რომ ღაზის ქალაში საავადმყოფოს აფეთქება არ შეიძლება ყოფილიყო ისრაელის საჰაერო თავდაცვის შედეგი, არამედ ეს ყოველივე ჰამასის მიერ რაკეტის წარუმატებელმა გაშვებამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button