თურქეთის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს Facebook-სა და Twitter-ზე წვდომა შეუწყვიტა [Photo]

ანკარის სასამართლომ თურქეთის მოქალაქეებს Facebook-ზე,Twitter-სა და კიდევ რამდენომე საიტზე წვდომა აუკრძალა, -იუწყება Reuters.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, აღნიშნული საიტები იმიტომ დაიბლოკა, რომ მათ გვერდებზე ანკარის ტერაქტის ამსახველი საზარელი ფოტოსურათები განთავსდა.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტის საღამოს, ანკარაში, გუვენპარკში, კიზილაის უბანში, სავაჭრო ტერიტორიასა და ტრანსპორტის გაჩერებაზე ტერაქტი მოხდა. ბოლო მონაცემებით, 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოებში გადაიყვანეს, რომელთაგან 19 ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია.

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, აფეთქება დანაღმულმა ავტომანქანამ გამოიწვია, რომელიც 2 ავტობუსის შორიახლოს იმყოფებოდა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”31218″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button