სპორტ-ნიუსისპორტი

ბექაური და ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა 2021 წელი შეაჯამა და გამარჯვებულ სპორტსმენთაგან საუკეთესოები გამოავლინა.

ორგანიზაციამ, მათი მიღწევების გათვალისწინებით, წლის სპორტსმენებად,ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე დაასახელა.

ორივე ძალოსანმა მიმდინარე წელს,ტოკიოს ოლიმპიადა მოიგო და საქართველოს ეროვნული, სპორტული ჯილდოების კოლექცია გაამდიდრა.

გარდა ამისა ბექაურის აქტივში ევროპის ჩემპიონატის ოქროც ჩაიწერა.ტალახაძემ კი ევროპის და მსოფლიოს საასპარეზო ველზე, ფიცარნაგები კიდრვ ერთხელ დაიპყრო. მის ანგარიშზეა წელს დამყარებული არაერთი რეკორდიც.

საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გამორჩეული ძალოსნები სპეციალური პრიზებით დააჯილდოვა

მსგავსი პოსტები

Back to top button